პარლამენტის ვიცე-სპიკერი და „ქართული ოცნების“ წევრის, გია ვოლსკის განცხადებით, მისი ყოფილი თანაგუნდელი მიხეილ ყაველაშვილის საკმაოდ ინტელექტუალი ადამიანია. ვოსლკიმ ეს განცხადება მიხეილ ყაველაშვილზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა:
„ეპისტოლეს დაწერდა თუ არა მიხეილ ყაველაშვილი, მე მინდა დავარწმუნო „ნაციონალური მოძრაობა“ თუ ვინმე სხვა, რომ საკმაოდ ინტელექტუალური ადამიანია, საკმაოდ უჭრის კალამიც და გონებაც, იმისათვის, რომ ჩამოაყალიბოს თავისი აზრი, მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით ეს ჩვენი გზა არ არის და ჩვენი გაყოფაც ამიტომ მოხდა.“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ FSB-ს სახელმძღვანელოს შესახებ აშშ-ის ელჩის საქართველოში, კელი დეგნანის კომენტარს დაეთანხმებოდა, რომ არა იმ ადამიანების წარსული და კავშირები, რომლებიც საქართველოში „ომის იდეის გაღვივებასა და რეალიზებას ცდილობენ“.