უკრაინამ ჩრდილოეთ კორეასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. აღნიშნული გადაწყვეტილება სეპარატისტული რეგიონების აღიარების გამო მიიღო.
„ამ გადაწყვეტილებას მივიჩნევთ ფხენიანის მცდელობად ძირი გამოუთხაროს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობას“, – აღნიშნულია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.
ცნობისთვის, დღეს ჩრდილოეთ კორეამ დონეცკის და ლუგანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა“ ოფიციალურად აღიარა. ის რუსეთისა და სირიის შემდეგ, გაეროს მესამე წევრი ქვეყანა გახდა, რომელმაც პრორუსი სეპარატისტები ლეგიტიმურ ხელისუფლებად ცნო.