LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯანდაცვაში საშუალო ანაზღაურება სამჯერ ნაკლებია ვიდრე მიმტანის ხელფასი, ხშირად მიჩნდება კითხვა ეს ადამიანები დღემდე რატომ დგანან ჯანმრთელობის სადარაჯოზე” – დიმიტრი ქიტოშვილი

167
6273efb796172

კლინიკები სახელმწიფოსგან ტარიფების შეცვლას ითხოვენ. „დღეს მივედით იმ ფაზამდე, როცა სექტორი, ვერანაირ გამოწვევას ვეღარ უძლებს და შეუძლებელია ოპერირების გაგრძელება“, – ამის შესახებ ,,ჯეო ჰოსპიტალის“ დირექტორი აცხადებს. დიმიტრი ქიტოშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში სექტორში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.

„ჯანდაცვის სექტორი ბიზნესს აღარ წარმოადგენს, მიუხედავად იმისა, რომ სექტორში მოთამაშეების თითქმის 80-85% კერძო მესაკუთრეა. ვგულისხმობ იმას, რომ დივიდენტების მიღების და უკუგების, ინვესტირების შესაძლებლობა კი არა, მსჯელობაც კი შეუძლებელია. ჩვენი დღის წესრიგი დღეს შემოიფარგლება იმით, რომ ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილში ოპერირების გაგრძელება შევძლოთ, თუმცა ეს რესურსები უკვე მიილია.

ბოლო პერიოდში, მნიშვნელოვანი ცვლილებებია არა მხოლოდ ჩვენს, არამედ ზოგადად ბაზარზე. ქვეყნისთვის, დღეს მთავარი პრობლემა საკადრო რესურსია. შედარებისთვის რომ ვთქვათ, ჯანდაცვაში საშუალო ანაზღაურება სამჯერ ნაკლებია ვიდრე მიმტანის ხელფასი. მეც კი, ხშირად მიჩნდება კითხვა ეს ადამიანები დღემდე რატომ დგანან ჯანმრთელობის სადარაჯოზე, როცა კონკურენტ ინდუსტრიებში ბევრად უკეთესი ბიზნესგარემო და ანაზღაურებაა. ამიტომ, ყველა ადამიანისგან მათ განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით“, – აღნიშნა ,,ჯეო ჰოსპიტალის“ დირექტორმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g