LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ღირს მამუკა მდინარაძის ,,გუჩის” ლოფერები, რომელიც სოციალურ ქსელში განხილვის საგნად იქცა

44998
BeFunky-collage (9)

იმ ფონზე, როდესაც ქართველი მამაკაცი პოლიტიკოსები შეხვედრებსა თუ საზოგადოებაში ოფიციალური განცხადებებით შემოიფარგლებიან და ამასთან, ოფიციალური სტილის სამოსით ჩანან, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის გამოჩენა ტელეკომპანია “იმედის” გადაცემაში “ღამის შოუ” განხილვის საგნად იქცა.

“ქართველების ერთად ყოფნა დამილოცე ღმერთო” – მამუკა მდინარაძემ “ღამის შოუში” იმღერა

მართალია, არაერთი გამოეხმაურება მოჰყვა მის მიერ შესრულებულ სიმღერას – ქართველების ერთად ყოფნა, თუმცა ინტერნეტმომხმარებლების ძირითადი ყურადღება “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ჩაცმულობამ მიიპყრო.

კერძოდ, სოციალური ქსელის მომხმარებლები განიხილავდნენ მამუკა მდინარაძის ძვირად ღირებულ ლოფერებს, რომელიც ასევე, არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი თბილისის მერის, კახა კალაძის ჩაცმის სტილის შეფასებისას, ვინაიდან სწორედ დედაქალაქის მერზე შეგვიმჩნევია ადრე ტყავის ლოფერები.

ფოტო: კახა კალაძის დახვეწილი იმიჯი და გამომწერების შეფასებები

მოდური მამა-შვილი – კახა კალაძე ნიკოლასთან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

ირკვევა, რომ მამუკა მდინარაძის ლოფერები “გუჩის” ფირმის არის და მისი ღირებულება 895 დოლარს შეადგენს.

 

 

ნიკა მელია ძვირად ღირებული ქურთუკის ამბავს ეხმაურება: „შტაბი დამიწვეს, ქურთუკი გამხადეს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g