LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოკერია გოგაშვილის საქმეზე: ეს რეჟიმი ღიად გვეუბნება, რომ ეცდება პროპაგანდის სახით ნებისმიერი აბსურდი გვაჭამოს

158
გიგა ბოკერია

“ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე, გიგა ბოკერია სოსო გოგაშვილისთვის წაყენებულ ბრალს ეხმიანება.

სოსო გოგაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა

“ისედაც ეს ისტორია გამოიყურებოდა არა თუ არადამაჯერებლად, არამედ ყველა ნიშანი იყო იმის, რომ სჯიდნენ ივანიშვილის გუნდის ყოფილ წევრს მათი გადმოსახედიდან ღალატისთვის, არალოიალობისთვის ივანიშვილის მიმართ”, – აცხადებს ბოკერია.

მისი თქმით, ამ ბრალდებამ კიდევ ერთხელ აჩვენა ყველას, თუ როგორი უტიფარია პროპაგანდა:

“ჯერ ერთი, საკმაო დრო არაფერს არ გვეუბნებოდნენ და მერე თურმე დიდი ხნის წინ ჩაუტარებიათ ამხელა სპეცოპერაცია ყოფილ თანამდებობის პირზე რუსეთის მოქალაქის ღირსების შელახვისთვის, ასე გამოვიდა.

ეს არის აბსურდი, ბოდვა და კიდევ ერთი დემონსტრირება იმისა, რომ არა თუ პატივს არ სცემს საზოგადოებას ეს რეჟიმი, არამედ ღიად გვეუბნება – ნებისმიერ აბსურდს შევეცდებით, რომ გაჭამოთ პროპაგანდის სახით”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო.

„მიწაზე ვართ გართხმული.. ვგრძნობ რკინის შეხებას, უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკი ვარ, ვიცი რასაც აკეთებენ“ – გოგაშვილი ამბობს, რომ მის სახლში იარაღი გენინსპექციის დირექტორის მოადგილე, ღამბაშიძემ ჩადო

„ისტორიული დღეა, მე, ვიცე-პოლკოვნიკს, ჩემი ქვეყანა ბრალს მიყენებს იმის გამო, რომ ვამხილე რუსეთის ჯაშუში, რომელიც პატრიარქის გადაგდებას ცდილობდა“ – რა თქვა გოგაშვილმა სასამართლო პროცესზე

გოგაშვილის შვილი: გვაქვს ინფორმაცია, რომ ჩვენს სახლებსა და ავტომანქანებში დამონტაჟებულია ჩამწერი აპარატურა.. შესაძლებელია განხორციელდეს ჩვენი ლიკვიდაციაც

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g