ნეიტრალიტეტის გამო, შვეიცარიამ დაჭრილი უკრაინელი სამხედროების სამკურნალოდ მიღებაზე უარი განაცხადა.
ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია Swiss Info-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, უარის მიუხედავად, შვეიცარია უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს.
“შვეიცარიის ფედერალურმა მთავრობამ უარი თქვა ნატოს მოთხოვნაზე – დაეხმაროს ომის დროს დაჭრილი უკრაინელების მკურნალობაში. მიზეზი ქვეყნის ნეიტრალიტეტია.
დაჭრილი უკრაინელებისთვის დახმარების თხოვნით შვეიცარიას ნატოს ქვედანაყოფმა – ევროატლანტიკური კატასტროფებზე რეაგირების საკოორდინაციო ცენტრმა მიმართა”, – წერს მედიასაშუალება.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში