LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მივმართავ ხელისუფლებას, არის რაღაცები რაც არ შეიძლება ითქვას… მოგვისმენია ევროპარლამენტარებთან ერთგვარი პინგ-პონგიც” – რას აცხადებს პრეზიდენტი ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ

164
Untitled design (6)

“მხოლოდ მუშაობა, ერთად მუშაობა, იმის გარკვევა, რაში ვეთანხმებით და არ ვეთანხმებით ერთმანეთს, ეს ცალ-ცალკე არ ხდება, აქ არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, უმრავლესობის, რადგან მთავარი ბერკეტები მათ აქვთ და მათ ხელშია კანდიდატურის მიღწევა”, – ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტარ დევიდ მაკალისტერთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

? სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი მთავარი გზავნილები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსსა და ამ პროცესში ერთობლივ მუშაობას ეხებოდა. 

? მან ხელისუფლებას მიმართა და აღნიშნა, რომ არის რაღაცები, რაც არ შეიძლება ითქვას და არის რაღაც ბრალდებები, მაგალითად, იმაზე, რომ ევროკავშირი საქართველოსგან მეორე ფრონტს და ომს ელოდება.

? როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დღეს ქვეყნისთვის ისტორიულ მომენტში ევროპარლამენტარების ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია:

“მივესალმები ევროპარლამენტარების დელეგაციას, მის თავმჯდომარეს. პირველ რიგში, მინდა, ჩემი მხრიდან მადლობა მოვახსენო ამ ვიზიტისთვის, რომელიც ტარდება ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში, რომელიც შეიძლება, აღმოჩნდეს გადამწყვეტი ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი ევროპული მომენტისთვის. ჩვენთვის ალბათ ასეთი ისტორიული მომენტი ცოტა ყოფილა და ამ დროს ევროპარლამენტარების მოსმენა და მათთვის ჩვენი გზავნილები არის უაღრესად მნიშვნელოვანი.

ისიც უნდა ითქვას, რომ ევროპარლამენტარები დღეს ჩამოსული არიან რეგიონული ვიზიტის ფარგლებში და ეს ხაზს უსვამს ასევე ამ რეგიონის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას დღევანდელ მსოფლიოში.

სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის 12 რეკომენდაციაზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ ზოგჯერ გვავიწყდება და ვერ ვხედავთ, რომ ეს არის გადადგმული ნაბიჯი, რომელზედაც უკან დახევა არ შეიძლება:

“მე დავიწყებდი საქართველოსა და ევროკავშირით. ჩვენ უნდა გვესმოდეს და ამ ქვეყნისთვის ალბათ მთავარია, რომ ევროპული პერსპექტივა, რომელიც მოგვენიჭა და მოგვენიჭა ევროპარლამენტის, ასევე ევროპული საბჭოს მიერ, არის უაღრესად მნიშვნელოვანი რამ. ზოგჯერ, გვავიწყდება ეს და ვერ ვხედავთ, რომ ეს არის გადადგმული ნაბიჯი, რომელზედაც უკან დახევა არ იქნება, მაგრამ რომელიც მოითხოვს ჩვენგან, რომ ღირსნი ვიყოთ ამ ევროპული პერსპექტივის. მეორეს მხრივ, შეიძლება, უახლოესი მომავლისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არის ის განცხადება, რომ ჩვენ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოს, თუკი შევასრულებთ იმ მთავარ რეკომენდაციებს, რასაც ვეძახით 12 პუნქტს, რომელზეც უნდა დაიწყოს მუშაობა.

ეს მუშაობა უნდა დაიწყოს ჯერ ერთი ბრიუსელში, სადაც მე კიდევ ველოდები, რომ აქედან წავიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ კომისიასთან გაარკვიონ ზოგიერთი დეტალი და როგორ უნდა შესრულდეს ამ პუნქტების ზოგიერთი ნაწილი”, – თქვა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება:

“მუშაობა უნდა დაიწყოს პარლამენტში და ამისთვის მოვაწერე ხელი განცხადებას, რომ შედგეს საზაფხულო სესია, რამეთუ ჩვენ როცა გვაქვს ექვსი თვე, სრულიად გაუგებარი არის და მგონი, გაუგებარია ჩვენი ევროპარლამენტარი მეგობრებისთვის, არ დავიწყოთ მუშაობა ახლავე. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმას, რომ ერთად მუშაობა ნიშნავს პარლამენტში, სესიის ფორმით, კომიტეტებში, ანუ ან პლენარულ სხდომაზე ან კომიტეტებში, ასევე ხელისუფლების, უმრავლესობის მიერ წარდგენილ სამუშაო ჯგუფებში.

ყველგან უნდა ვიმუშაოთ და ყველამ ყველგან უნდა იმუშაოს. იმაზე უარის თქმა და ამაზე კი, ასე არ გამოვა, თუ ჩვენ რეალურად გვინდა ის, რასაც რეალურად უჭერს მხარს ჩვენი საზოგადოების 85%. მხოლოდ მუშაობა, ერთად მუშაობა, იმის გარკვევა, რაში ვეთანხმებით ერთმანეთს და არ ვეთანხმებით, ცალ-ცალკე ეს არ ხდება და ეს ძალიან მარტივად გასაგები არის ყველასთვის. აქ არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ამ შემთხვევაში უმრავლესობის, რამეთუ ბერკეტები, მთავარი ბერკეტები არის უმრავლესობის, პარლამენტში იქნება, თუ მთავრობაში, მათ ხელში არის მიღწევა ამ კანდიდატურის.

ასევე, ამას სჭირდება კონსტრუქციული ოპოზიცია, რომელიც ყველაფერზე არ დაიწყებს ოპოზიციონირებას.

მაგრამ, კიდევ ერთხელ მთავარი პასუხისმგებლობა, და ესეც კარგად იცის მოსახლეობამ, არის ხელისუფლების.

ერთმანეთთან რაღაცა ჭიდილი, რომელიც არამხოლოდ შიგნით არის, ასევე გარეთ და ჩვენ მოგვისმენია ევროპარლაენტარებთან ერთგვარი პინგ-პონგი, მე ისიც ვთქვი, რომ შეიძლება, ზოგჯერ სჯობდეს, პასუხები არ იყოს და მოვუწოდე, რომ ჩვენ გადავიყვანოთ ეს დიალოგი ცოტა სხვა ფორმებში, მაგრამ მივმართავ ხელისუფლებას, არის რაღაცები რაც არ შეიძლება, ითქვას, არის რაღაცა ბრალდებები, მაგალითად, იმაზე, რომ ევროკავშირი ჩვენგან ელოდება მეორე ფრონტს და ომს, ეს არის მიუღებელი. არ შეიძლება, ამ პირობებში დავიწყოთ რაიმე ფორმის დიალოგი იმ ადამიანებთან, რომლებიც აქ ჩამოდიან, რათა ყველანაირად გვაჩვენონ, რომ მხარს უჭერენ ამ ჩვენს ძალიან რთულ პროცესს, რომელიც მიგვიყვანს კანდიდატის სტატუსამდე”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g