LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთიდან ოქროს იმპორტი აიკრძალება – ევროკავშირის ელჩებმა სანქციების მეშვიდე პაკეტი დაამტკიცეს

79
Untitled design (9)

ევროკავშირის ელჩებმა დაამტკიცეს სანქციების მეშვიდე პაკეტი, რომელიც რუსეთიდან ოქროს აკრძალვას მოიცავს.

უკრაინული ტელეგრამ-არხების ცნობით, ამის შესახებ კავშირში ლიეტუვის მუდმივმა წარმომადგენელმა განაცხადა.

ახალი პაკეტის მიხედვით, გათვალისწინებულია ექსპორტის ახალი კონტროლი და “სბერბანკის” აქტივების გაყინვაც.

გარდა ამისა, შეზღუდვები შეეხება 50-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს.

ახალი შეზღუდვების შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკიც საუბრობს.

“ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტი მოიწონეს. რუსული ოქროს იმპორტი აიკრძალება, ხოლო სბერბანკის აქტივები გაიყინება. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას გაზის ემბარგოზე, რუსეთის ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად აღიარებაზე და ნავთობის ფასის შეზღუდვაზე”, – აცხადებს ერმაკი.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g