LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვიცი, ფიქრობთ რა მაჩუქოთ. პირველ რიგში ღიმილი!“ – უკრაინელი ძაღლი „პატრონი“ 3 წლის გახდა

190
98789

უკრაინელ ძაღლ „პატრონს“ 21 ივლისს დაბადების დღე ჰქონდა. „პატრონი“, რომელიც უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურში მუშაობს 3 წლის გახდა. სოციალურ ქსელში იუბილარის სახელით განცხადებაც გავრცელდა.

„ვიცი, ფიქრობთ რა მაჩუქოთ. პირველ რიგში ღიმილი! თუმცა, ერთი თხოვნაც მაქვს: გთხოვთ ყველას, ვისაც ამის საშუალება გაქვთ, შევაგროვოთ თანხა იმ ძაღლებისა და ფისოების გამოსაკვებად, რომლებსაც ამჟამად საკუთარი სახლი არ აქვთ,” – წერია განცხადებაში.

ძაღლი სახელად პატრონი 24 თებერვლის შემდეგ აქტიურად მონაწილეობს განაღმვით სამუშაოებში. მან ასობით ნაღმი აღმოაჩინა ომის დაწყების შემდეგ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g