“ქართული ოცნებიდან” გასული დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ წარმომადგენელ ნედ პრაისს ღია წერილით მიმართავს.
როგორც ხუნდაძე აღნიშნავს, მადლობა საერთაშორისო პარტნიორებისთვის მათ არაერთხელ უთქვამთ და აქვე სვამს კითხვას, თუ რატომ არ შეიძლება მადლობა უთხრან ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ქვეყანას ბევრი სიკეთე გაუკეთა.
“დღეს გამუდმებით გვესმის, რომ 30 წლის განმავლობაში ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები ეხმარებოდნენ ჩვენს სამშობლოს და ამისთვის მათი მადლიერი უნდა ვიყოთ. დიახ, მადლიერი ვართ და არაერთხელ გვითქვამს მადლობა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, მაგრამ რატომ არ უნდა ვუთხრათ მადლობა იმ პიროვნებას, ვინც ასევე მნიშვნელოვანი ქველმოქმედება გაიღო საკუთარი ქვეყნისთვის?..
ბიძინა ივანიშვილის საკითხი გახდება დასავლური ღირებულებების საზომი საქართველოში!..” – აღნიშნავს ხუნდაძე.