LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Wizz Air რეისებს თბილისის აეროპორტიდან შეასრულებს

407
1a248822902e719b08e6882fe3700270_XL

ოქტომბერში, ქუთაისის აეროპორტის დახურვის გამო, 14 დღის განმავლობაში Wizz Air-ის ფრენები თბილისის აეროპორტში შესრულდება. საკითხზე „საქმიანი დილის“ ეთერში TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ ისაუბრა და იქვე თქვა, რომ TAV Georgia ნებისმიერი ავიაკომპანიის ფრენების მისაღებად მზად არის, რომელიც თბილისსა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში ფრენის სურვილს გამოთქვამს.

“რაც შეეხება კონკრეტულად „ვიზეარის“ შემთხვევას, იყო სახელმწიფოს თხოვნა, რომ თუ იქნებოდა შესაძლებლობა, ჩვენ მიგვეღო ყველა ის რეისი, რომელიც ქუთაისში დღეს სრულდება“, – აღნიშნა ზაქარაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში.

შეგახსენებთ, აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გეგმური ინფრასტრუქტურული პროექტი 10 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით განხორციელდება.

ქუთაისის აეროპორტი დროებით იკეტება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g