LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეხედეთ ტყუპების ჩაცმულობას“ – ჯეი ლო თაფლობის თვეში საზოგადოების კრიტიკამ მოიცვა

8357
Untitled.pngrerere

ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის „შერეული ოჯახი“ კვლავ პარიზში იმყოფება. თაფლობის თვეში მზრუნველმა დედამ მაინც გამონახა დრო და 14 წლის ტყუპებთან ერთად ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად  გაემართა. ისინი სასტუმრო Crillon-დან გამოსვლის დროს გადაიღეს.

53 წლის ჯეი ლო ბრწყინავდა ჯინსის შარვალსა და თეთრ ზედაში, მის „ლუქს“ „ვალენტინოს“ ქმარი და ჰერმესის ჭილის ჩანთა ასრულებდა. თუმცა მედიის ყურადღების ცენტრში 14 წლის მაქსი და ემმა მოხვდნენ, ინტერნეტსივრცეში ბავშვების ჩაცმულობას აკრიტიკებენ, თუმცა ბავშვებს სრულიად ჩვეულებრივად ეცვათ.

„შეხედეთ ტყუპების ჩაცმულობას“, „ჯეი ლოს მუდამ კარგად აცვია და რატომ არ აქცევს შვილების ჩაცმულობას ყურადღებას?!“, „მიხედოს ბავშვებსაც“, „ბავშვებს რა აცვიათ…?“, – წერენ კომენტარებში.

„როგორც ბიჭს ისე აცმევს“ – ჯეი ლო ქალიშვილის იმიჯის გამო კიდევ ერთხელ გახდა კრიტიკის ობიექტი

„ბენიფერი“ „სიყვარულის ქალაქს“ იპყრობს

სიყვარულით პარიზიდან – „ბენიფერის“ ოჯახური იდილია და ჯეი ლო „ოსკარ დე ლა რენტას“ ჰაეროვან კაბაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები