LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიყვარულით პარიზიდან – „ბენიფერის“ ოჯახური იდილია და ჯეი ლო „ოსკარ დე ლა რენტას“ ჰაეროვან კაბაში

490
page

„ბენიფერის“ თაფლობის თვიდან ჩვენ უკვე არაერთი შთამბეჭდავი ფოტო ვიხილეთ. წყვილი პარიზში, შვილებთან ერთად გაემგზავრა. ამჯერად „შერეული ოჯახი“ პაპარაცებმა მაშინ გადაიღეს, როდესაც პარიზის ქუჩებში გადაადგილდებოდნენ. 52 წლის ჯეი ლო, როგორც ყოველთვის ბრწყინავდა, მას „ოსკარ დე ლა რენტას“ ჭრელი კაბა ამშვენებდა. გვერდს კი საყვარელი მამაკაცი უმშვენებდა.

წყვილს უკან ქალიშვილები, ემმა და სერაფინი მოჰყვებოდნენ. როგორც ჩანს გოგონები ძალიან ახლო მეგობრები გახდნენ. ისინი ხელიხელჩაკიდებულნი მოაბიჯებდნენ სეირნობის დროს.

ბენ აფლეკს თაფლობის თვეში კვლავ ჩაეძინა – „ბენიფერის“ სასიყვარულო ვოიაჟი პარიზში

„ბენიფერის“ მხურვალე კოცნა – ცხელი ფოტოები პარიზიდან

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები