„აჭარა ტექსტილის” საწარმოდან, 15 თანამშრომელი ქობულეთის „ევექსში“ და ბათუმის „მედალფას“ კლინიკებში არიან გადაყვანილი.
ამის შესახებ „ფორტუნას“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს.
არსებული ინფორმაციით, „აჭარა ტექსტილის“ თანამშრომლებმა ბუნებრივი აირის ინტოქსიკაცია მიიღეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ქობულეთის კლინიკაში” განუცხადეს, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია და მსუბუქი მიმდინარეობისაა.
მათივე თქმით, ნაწილის სამედიცინო შემოწმება ამ დრომდე მიმდინარეობს.
საწარმოს დირექტორის, დავით ჯაიანის განცხადებით, დაწესებულებას გაზი არ მიეწოდება და შესაბამისად, არ იცის, რას შეიძლებოდა გამოეწვია დასაქმებულების ინტოქსიკაცია. მისი თქმით, ამას სამედიცინო დაწესებულება გაარკვევს.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, საწარმოსთან ახლოს მყოფი გაზის მილი გარკვეული სამუშაოების გამო, სავარაუდოდ ტრაქტორმა დააზიანა და შესაბამისად, შესაძლოა ბუნებრივი აირის გაჟონვა სწორედ დაზიანებას უკავშირდება.