პირველად, რუს ტურისტებს შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, საქართველო ვიზიტისთვის ყველაზე პოპულარულ ქვეყანად დასახელდა. მან უკან იტალია, ტაილანდი, ესპანეთი, გერმანია, ჩეხეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, ბელარუსი და ესტონეთი ჩამოიტოვა.
რაც შეეხება პოპულარულ ქალაქებს, 2016 წლის მონაცემებით პირველ ადგილზე მინსკი იმყოფება, მეორე და მესამე პოზიციებს კი თბილისი და ბათუმი იკავებენ. მათ ბაქო, ერევანი, ასტანა, ალმა-ატა, ტაშკენტი, ბიშკეკი და კიშინოვი მოსდევს.
რეიტინგი 2016 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაჯავშნილი სასტუმროების მონაცემების მიხედვით შედგა.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, მაისში ქვეყანამ 84 ათასი რუსი ტურისტი მიიღო, რაც რეკორდულ მაჩვენებლად ითვლება.