LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინამ ოკუპირებულ ელენოვკაში დაღუპული სამხედრო ტყვეების ცხედრების დაბრუნების პროცესი დაიწყო

93
23456

უკრაინამ ოკუპირებულ ელენოვკაში დაღუპული სამხედრო ტყვეების ცხედრების დაბრუნების პროცესი დაიწყო. ამის შესახებ უკრაინის უმაღლეს რადაში ადამიანის უფლებათა კომისარი დმიტრო ლუბინეცი აცხადებს.

ლუბინეცმა ასევე შესთავაზა რუსეთის ომბუდსმენს ტატიანა მოსკალკოვას, რომ ის ჩავიდეს ელენოვკაში და თავად შეისწავლოს არსებული მდგომარეობა.

მანამდე, უკრაინის ადამიანის უფლებათა დამცველმა ოფიციალურად მიმართა წითელ ჯვარს და გაერო-ს, რათა მას ელენოვკას კოლონიაში ჩასვლის და დაჭრილი უკრაინელი ტყვეების მონახულების უფლება მისცენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g