გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა შორის არის ეკიპაჟის წევრი, მფრინავი ანდრო ქუჯოშვილი.
გარდაცვლილ პილოტს ემშვიდობება და ემოციურ პოსტს აქვეყნებს მეგობარი ელენე ჟღენტი.
“როგორ მენანები…
მიყვარხარ უზომოდ, უკიდეგანოდ!!!
მჯერა რომ სადმე აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს. ყოველთვის მემახსოვრები. ვიცი ღმერთს ანგელოზები თავისთვის უნდა. მაგრამ შენს გარეშე რა გვეშველება.
მენატრები! მიყვარხარ. მტკივა უშენობა.
როგორ ვნანობ მაშინ რომ არ გეუბნებოდი.როგორ ვნანობ ამ სიტყვების გარეშე რომ გაგიშვი, მაპატიე…
ვერ ვიფიქრებდი,ვერც კი წარმოვიდგენდი რომ ასეთი რამე შენ დაგემართებოდა.
მიყვარხარ!
მაპატიე”, – წერს გარდაცვლილი მფრინავის მეგობარი.
რა ვიცით გუდაურში მომხდარზე და რას შეცვლის ტრაგედია – დეტალები, მიზეზები და გამოსავალი
გუდაურში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8 პირის ვინაობა ცნობილია