29 ივლისს გუდაურში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული 8 ადამიანის ცხედარი სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს.
დაღუპულ მფრინავებს, მაშველებსა და ექიმებს საგვარეულო სასაფლაოებზე დაკრძალავენ.
გარდაცვლილთა ხსოვნას დღეს პატივი მიაგეს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა, პოლიტიკოსებმა და რიგითმა მოქალაქეებმა.
შეგახსენებთ, გუდაურში დაღუპულების სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში დილის 10 საათიდან მიმდინარეობდა.
პრემიერმა და მთავრობის წევრებმა გუდაურში ტრაგიკულად გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს
მედალი სამოქალაქო თავდადებისთვის – პრეზიდენტმა გუდაურში დაღუპულები დააჯილდოვა