LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მათ სიცოცხლე გაიღეს გაჭირვებაში მყოფთა დასახმარებლად, რაც ღვთის წინაშე უდიდესი მადლია – პატრიარქი გუდაურის გმირებზე

264
პატრიარქი-ფორტუნა

სამების საკათედრო ტაძარში, გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი მიმდინარეობს.

იქამდე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გაავრცელა, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში წაიკითხეს.

„დიდია ჩვენი გულისტკივილი ამა წლის, 29 ივლისს გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც 8 პიროვნება იმსხვერპლა და ქვეყანაში დიდი მწუხარება გამოიწვია. ამ ადამიანების ყოველდღიური საქმიანობა სხვაზე ზრუნვასთან იყო დაკავშირებული. მეტად მნიშვნელოვანია, რომ ამქვეყნიური ცხოვრებაც ასევე დაასრულეს. ვერტმფრენში მყოფნი ფაქტობრივად მოყვასის გადარჩენისთვის ზრუნვას შეეწირნენ და სიცოცხლე გაიღეს გაჭირვებაში მყოფთა დასახმარებლად, რაც ღვთის წინაშე უდიდესი მადლია“, – ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში.

პატრიარქმა იმ ადამიანების სახელები და გვარები ჩამოთვალა, რომლებიც ტრაგედიას ემსხვერპლნენ და აღნიშნა, რომ მათი სულისთვის ლოცვა აღევლინება.

„აღვავლენთ მათი უკვდავი სულთათვის ლოცვებს, რათა მათ სავანესა მართალთასა განისვენონ, ხოლო გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უფალმა მოანიჭოს ურყევი რწმენა და სასოება მარადიული ცხოვრებისა, ლოცვის ძალა და მშვიდობა“, – ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამძიმრის წერილში.

ვრცლად გუდაურის ტრაგედიის შესახებ წაიკითხავთ აქ:

მედალი სამოქალაქო თავდადებისთვის – პრეზიდენტმა გუდაურში დაღუპულები დააჯილდოვა

ტრაგედიის მსხვერპლი გმირები: ცნობილია გუდაურში ჩამოვარდნილ ვერტმფრენში მყოფი პირების ვინაობა

გუდაურში მომხდარი ტრაგედიის შედეგად მფრინავი ზაზა ლორია დაიღუპა

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ეკიპაჟის წევრების, მაშველებისა და ექიმების დაღუპვის გამო: ირაკლი ღარიბაშვილი

“დამირეკა 1 საათში უნდა ჩამოვფრინდე და დამხვდიო, არა მხოლოდ ჩემს ქმარს ვტირი… შვებულებაში იყო, მაგრამ მისთვის შვებულებაც არ არსებობდა” – გუდაურში ტრაგიკულად დაღუპული მფრინავის მეუღლის პირველი კომენტარი

მფრინავები პროფესიონალები იყვნენ, ყოველი აფრენის დროს მოწმდება ვერტმფრენები – შსს განცხადებას ავრცელებს

მფრინავი გუდაურში ჩამოვარდნილ “მი 8” ტიპის ვერტმფრენზე: “ზოგი ამბობს, გაუმართავი იყო, თითქოს 50 წელია დაფრინავს, მოძველებულია და რესურსი არ ჰქონდა, ზედმეტია საუბარი, რომ ტექნიკა არის გაუმართავი”

გუდაურში ტრაგიკულად დაღუპულების სამოქალაქო პანაშვიდი 2 აგვისტოს სამებაში გაიმართება

ვიდეო: „ჭამის პერიოდი ჰქონდათ და მთხოვა შემინახე საჭმელი, რომ დავბრუნდები შევჭამო“ – ტრაგიკულად დაღუპული კახა ტორჩინავას შესახებ მისი თანამშრომელი საუბრობს

“ქარის ფაქტორი იყო, კლდესთან ახლოს იყვნენ. ქარმა რომ დაუბერა, შეატრიალა შვეულმფრენი და კუდით დაეჯახა კლდეს. დაიწყო ბზრიალი, ამ დროს შეეცადა გაჩერებას” – როგორ ხსნის გუდაურის ტრაგედიას პილოტი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები