მე არ ვარ სააკაშვილის არც წარსული, არც პოტენციური და მომავალი ამომრჩეველი, შესაბამისად, მე რატომ უნდა დამწყდეს გული იქნება თუ არა პოლიტიკაში, მე არ მეხება, მე მეხება ის, რომ საქართველოს პრეზიდენტს არ აწამებდნენ და არ კლავდნენ ქართველები – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა წინამორბედის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ საუბრისას განაცხადა.
“საქართველოსთვის ამ შეურაცხმყოფელ წამებას საკუთარი ლიდერის, რომელიც ორჯერ აირჩია ქვეყანამ პრეზიდენტად და უმაღლეს მთავარსარდლად, ვინც ამას ვერ გრძნობს, რომ ეს ჩვენ ქვეყნის, სახელმწიფოებრიობის შეურაცხყოფაა, მე მიჭირს მას პატრიოტიზმზე ვესაუბრო. მე არც ერთხელ მომწონებია მისი პოლიტიკა, მაგრამ დღეს რაც ხდება, მე შეურაცხყოფილი ვარ, როგორც ქართველი, რომ ჩვენ რუსეთის დაკვეთით, ხან ვკლავთ, ხან ვაწამებთ და ხან ვაფეთქებთ ჩვენს პრეზიდენტებს.
მე როდესაც ვესუაბრებოდი, სხვა პერიოდი იყო, სხვა თემებზე ვსაუბროდბით, არ ვიცნობ ამ ადამიანს ისე კარგად, რომ რამე ვთქვა მიშას შესახებ. მე არ ვარ სააკაშვილის არც წარსული, არც პოტენციური და მომავალი ამომრჩეველი, არც სააკაშვილი და არც “ნაციონალური მოძრაობა”, როგორც პოლიტიკური ძალა არ მომწონს, შესაბამისად, მე რატომ უნდა დამწყდეს გული იქნება თუ არა პოლიტიკაში, მე არ მეხება, მე მეხება ის, რომ საქართველოს პრეზიდენტს არ აწამებდნენ და არ კლავდნენ ქართველები”, – განაცხადა მარგველაშვილმა.