LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა რაზმაძე: „გაბოროტდა თითქოს ხალხი.. რაღაც მოგონილი “პრინციპების” გამო გლანძღავენ, გშლიან, გბლოკავენ..პოლიტიკამ ასე როგორ დააბრმავა ხალხი?“

321
20988988_1652130248153272_2597424028551597824_o

ჟურნალისტი მაკა რაზმაძე წერს, რომ პოლიტიკამ ხალხი “დააბრმავა”, რაც სოციალურ ქსელში ურთიერთობებზეც აისახა.

“რაც ფეისბუკზე ვარ რამდენი ადამიანი წავიდა.. ახლა ვიხსენებდი, თითქოს სხვა სამყარო იყო აქ ადრე და ახლა ყველაფერი შეცვლილია.

გაბოროტდა თითქოს ხალხი და ფსევდო რაღაც მოგონილი “პრინციპების” გამო გლანძღავენ, გშლიან, გბლოკავენ…მე ვერასდროს ვიმეტებ ძველი დროის მეგობობრებს თუნდაც წასაშლელად არათუ სალანძღავად და საბლოკად..

პოლიტიკამ ასე როგორ დააბრმავა ხალხი, ასე როგორ შეუძლიათ ყველაფრის გადახაზვა და გადაჯეგვა? მე ჯერ არც ერთი გარდაცვლილი ” ფრენდიც” კი არ წამიშლია..

ახლა ვუყურებდი სიას და ამ წლების განმავლობაში რამდენი წასულან…:((

არც არასდროს წავშლი, თითქოს ამით ისევ ცოცხლები და ისევ აქ არიან…”,-წერს მაკა რაზმაძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g