LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყალტუბო საკმაოდ იშვიათი შესაძლებლობაა ინვესტირება მოახდინო წარსულში, რომელიც შეიძლება საინტერესო შეთავაზება იყოს მომავალში – მარკ ჰენეს დანიელსი

104
ipiccy_image

ვფიქრობ, წყალტუბო საკმაოდ იშვიათი შესაძლებლობაა ინვესტირება მოახდინო წარსულში, რომელიც შეიძლება საინტერესო შეთავაზება იყოს მომავალში, რომ რეგიონში მოიზიდო ტურისტები და მიაწოდო მომსახურება ადამიანებს, როგორც საქართველოდან, ისე მთელი მსოფლიოდან და დატკბნენ საკმაოდ უნიკალური ტრადიციებით, შესანიშნავი კერძებით, ტურისტული ადგილებით და ბუნებით, რომელიც წყალტუბოშია, – ამის შესახებ ბიზნესკონსულტანტმა მარკ ჰენეს დანიელსმა განაცხადა. მისი თქმით, წყალტუბო საქართველოს ისტორიისა და ქართული არქიტექტურის ერთ-ერთი სამკაულია, რომელიც მართლაც საინტერესოდ აკავშირებს წარსულსა და მომავალს.

„ეს არაჩვეულებრივი ადგილია. წყალტუბოს აქვს არქიტექტურის საოცარი კოლექცია. ამასთან, კურორტი ახლოსაა ქუთაისის აეროპორტთან, რაც ძალიან მოსახერხებელს ხდის მასთან წვდომას. აქ თავმოყრილია უამრავი ძალიან ლამაზი შენობა, რომელთაც აქვთ თანმიმდევრული არქიტექტურა და ამავდროულად ეს კურორტი გამორჩეულია უნიკალური წყლით“, – აღნიშნა დანიელსმა.

მისივე განცხადებით, საქართველოს, როგორც საინვესტიციო მიმართულების განხილვა, ძალიან მიმზიდველი წინადადებაა, საოპერაციო გარემო მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია და ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მატებასთან და რიგი რეფორმების განხორციელების შედეგად, უადვილებს ხალხს ინვესტირებას ქვეყანაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g