LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგა მაქარაშვილი: „დღეს უკრაინაში „დედაენის ბარის“ მხარდასაჭერად ივენთს აწყობენ, არ გამოტოვოო მომწერეს.. დარტყმული ერი“

312
gigamaqarashvili-2021-10-15-16-28-43-476587-2022-06-14_14-55-35_301045

სამოქალაქო აქტივისტის, გიგა მაქარაშვილის ინფორმაციით, დღეს უკრაინაში “დედაენის ბარის” მხარდამჭერი ღონისძიება გაიმართება.

“ერთი ჰიპსტერა ღია ბარია კიევის ცენტრში. თაღი ჰქვია. იაფიანი ლუდი აქვთ, პარასკეობით მივდივარ ხოლმე.
დღეს დედა ენას ბარის მხარდასაჭერად ივენთს აწყობენ, ლუდი კიდევ უფრო იაფი იქნება და არ გამოტოვოო მომწერეს ?
დარტყმული ერი”, – წერს გიგა მაქარაშვილი.

თბილისში მდებარე „დედაენის ბარმა“ ბარის გვერდზე 2 აგვისტოს გაავრცელა განცხადება, რომ მათ რუსი ტროლები ინტერნეტში უტევდნენ. გავრცელდა დაწესებულების განცხადებაც, სადაც ეწერა, რომ რუსები 1-იანით აფასებდნენ ბარის მომსახურებას.

რუსი ტურისტების შეტევა ბარის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას მოჰყვა. ნებისმიერ რუს სტუმარს, ბარში იმ შემთხვევაში უშვებენ, თუ ე.წ. ვიზას მიიღებენ.

დედაენის ბარი: “წყინთ რუსებს ფიანდაზებით რომ არ ვხვდებით…უკმაყოფილოები არიან, რომ ბარში ვიზის გარეშე არ შეუძლიათ შემოსვლა და პერსონალი მათთან რუსულ ენაზე საუბარს უარობს, 1*-იანი შეფასებებით ცდილობენ ზეწოლას”

“კიბერშეტევა ისევ გრძელდება, მაგრამ თქვენი გამალებული ჩართულობით გუგლმა მთელი საეჭვო აქტივობა წაშალა და მთელი ეს ორომტრიალი ცუდი სიზმარივით გაქრა” – დედაენის ბარი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g