LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედაენის ბარი: “წყინთ რუსებს ფიანდაზებით რომ არ ვხვდებით…უკმაყოფილოები არიან, რომ ბარში ვიზის გარეშე არ შეუძლიათ შემოსვლა და პერსონალი მათთან რუსულ ენაზე საუბარს უარობს, 1*-იანი შეფასებებით ცდილობენ ზეწოლას”

273
BeFunky-collage (3)

დედაენის ბარი რუს კლიენტებს “ვიზის გარეშე” არ ემსახურება.

ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ბარის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსი კლიენტები უკმაყოფილოები არიან იმის გამო, რომ ისინი მომსახურებას რუსულ ენაზეც ვერ იღებენ.

“რუსებო, თქვენ აქ სახლში არ ხართ, არც არასდროს იქნებით,” – ასეთია დედაენის ბარის პოზიცია რუსების მიმართ.

დედაენის ბარის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

“წყინთ რუსებს ფიანდაზებით რომ არ ვხვდებით, 1*-იანი შეფასებებით ცდილობენ ზეწოლას. ყველას გვჯერა ალბათ რომ პუტინის რეჟიმს გამოექცა ის “ადამიანი” რომელმაც Z დაგვიწერა ამაყად.

რუსები უკმაყოფილოები არიან, რომ დედაენის ბარში ვიზის გარეშე არ შეუძლიათ შემოსვლა და პერსონალი მათთან რუსულ ენაზე საუბარს უარობს.

ყოველი მე-11 ქართველი დევნილია რუსების გამო, საქართველოს 20 % დაპყრობილი აქვს რუსეთს და მეტი უნდა, რუსული ურდო უკრაინის დაპყრობას ცდილობს და მთელ მსოფლიოში ებრძვის თავისუფლებას, თვითდეკლარირებული “კარგი” რუსები, “მეორე რუსეთიდან” ღიმილიან დახვედრას ითხოვენ და ჩვენი სავიზო პოლიტიკა აღიზიანებთ.

რუსებო, თქვენ აქ სახლში არ ხართ, არც არასდროს იქნებით.

მალე ყველა ერთად ვიზეიმებთ რუსეთის და მისი იმპერიალისტური იდეების დასამარებას.

და ბოლოს, F**ქ russia,” – აღნიშნულია დედაენის ბარის განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g