LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კიბერშეტევა ისევ გრძელდება, მაგრამ თქვენი გამალებული ჩართულობით გუგლმა მთელი საეჭვო აქტივობა წაშალა და მთელი ეს ორომტრიალი ცუდი სიზმარივით გაქრა” – დედაენის ბარი

179
დედაენისბარიცგანცხადება

დედაენის ბარი მხარდამჭერებს გვერდით დგომისთვის მადლობას უხდის. როგორც ბარის ფეიჯზე განთავსებულ განცხადებაშია ნათქვამი, კიბერშეტევა გრძელდება, მაგრამ გუგლმა მთელი საეჭვო აქტივობა წაშალა.

“დედაენის ბარი მხარდამჭერებს გვერდით დგომისთვის მადლობას უხდის. როგორც მეგობრებო, ყველას დიდ მადლობას გიცხადებთ გვერდში დგომისათვის, უთქვენოდ ძალიან ცუდი დღე გვექნებოდა.
ბევრმა თქვენგანმა შემოგვთავაზა მხარდაჭერა, ჯერ არ ვიცით რა არის სამოქმედო გეგმა და გპირდებით, რომ ყოველ ნაბიჯზე საქმის კურსში გამყოფებთ.
კიბერშეტევა ისევ გრძელდება, მაგრამ თქვენი გამალებული ჩართულობით გუგლმა მთელი საეჭვო აქტივობა წაშალა და მთელი ეს ორომტრიალი ცუდი სიზმარივით გაქრა. რამდენიმე სქრინშოთი მაინც შემოვუნახეთ ისტორიას.
ძალიან გაბრაზებულები ვართ, დაუჯერებელია, რომ ამ ბოროტი კომენტარების უკან რეალური ადამიანები დგანან.
ორი რუსეთი არ არსებობს.
მადლობა კარგო ხალხო!
viva უკრაინა
viva ერთიანი საქართველო
ღრუსეთი კი თავის გემს მიჰყვეს ფსკერისაკენ”- ნათქვამია დედაენის ბარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, დედაენის ბარის დამფუძნებელი დათა ლაფაურმა ბარზე კიბერშეტევის შესახებ გუშინ განაცხადა. მანამდე გავრცელდა დაწესებულების განცხადებაც, სადაც ეწერა, რომ რუსები 1-იანით აფასებდნენ ბარის მომსახურებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები