LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დედაენის ბარს“ რუსები უტევენ: „ჩვენზე კიბერშეტევა გრძელდება… სწყინთ რუსებს, ფიანდაზებით რომ არ ვხვდებით…“

241
daTa lafauri

„დედაენის ბარის“ დამფუძნებელი დათა ლაფაური ავრცელებს პოსტს, სადაც საზოგადოების დახმარებას სთხოვს. როგორც თავად აღნიშნავს, ბარის ოფიციალური გვერდი რუსი მომხმარებლების კიბერშეტევის ქვეშაა:

„SOS

კიბერშეტევა „დედაენის ბარზე“ ისევ გრძელდება, 5000 შეფასება მხოლოდ გუგლზე, მუქარის შემცველი კომენტარები ყველა სხვა სოცმედიაზე.

ჩემს პირად პოსტებს არეპორტებენ და შლიან…“

„დედაენის ბარის“ ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდზე კი შემდეგი სახის განცხადებაა გამოქვეყნებული:

„სწყინთ რუსებს, ფიანდაზებით რომ არა ვხვდებით, 1*-იანი შეფასებებით ცდილობენ ზეწოლას. ყველას გვჯერა ალბათ რომ პუტინის რეჟიმს გამოექცა ის „ადამიანი”, რომელმაც Z დაგვიწერა ამაყად.

რუსები უკმაყოფილოები არიან, რომ დედაენის ბარში ვიზის გარეშე არ შეუძლიათ შემოსვლა და პერსონალი მათთან რუსულ ენაზე საუბარს უარობს.

ყოველი მე-11 ქართველი დევნილია რუსების გამო, საქართველოს 20% დაპყრობილი აქვს რუსეთს და მეტი უნდა, რუსული ურდო უკრაინის დაპყრობას ცდილობს და მთელ მსოფლიოში ებრძვის თავისუფლებას, თვითდეკლარირებული „კარგი” რუსები, „მეორე რუსეთიდან” ღიმილიან დახვედრას ითხოვენ და ჩვენი სავიზო პოლიტიკა აღიზიანებთ.

რუსებო, თქვენ აქ სახლში არ ხართ, არც არასდროს იქნებით.

მალე ყველა ერთად ვიზეიმებთ რუსეთის და მისი იმპერიალისტური იდეების დასამარებას.

და ბოლოს, F**ქ russia“.

ვიდეო: „საქართველოში ნუ ბლატაობ, შე ოკუპანტო“ – შემთხვევა სამარშრუტო ტაქსიში, როდესაც რუსმა ტურისტმა უკრაინული სიმღერის გამორთვა მოითხოვა

ნათია ფანჯიკიძე: „ველაპარაკოთ რუსებს ქართულად. აწი ეგენი აღარ წავლენ და ქართული მაინც ვასწავლოთ, ვიდრე მათ გაგვარუსონ და სახელმწიფო ენად გამოგვიცხადონ რუსული მალე“

„მივმართავ ყველას.. რას უტოვებთ მომავალ თაობას ტიფლისს თუ თბილისს? თავისუფლებას თუ “на право на лево”? დასასვენებლად ხართ წასულები და რომ დაბრუნდებით მერე უფრო დაიღლებით, როცა საკუთარ სამშობლოში მდგმური ვიქნებით“ – მიხეილ რამიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g