ფინეთის პრემიერ-მინისტრი რუსებისთვის სრულიად ევროპულ დონეზე ტურისტული ვიზების გაცემის შეზღუდვის ინიციატივით გამოდის.
როგორც სანნა მარინი აცხადებს, არასწორია, როცა რუსეთი ომს აწარმოებს, მისი მოქალაქეები კი ევროპაში მოგზაურობენ.
„არასწორია, რომ იმ დროს, როდესაც რუსეთი აწარმოებს აგრესიულ სასტიკ ომს ევროპაში, რუსებს შეუძლიათ ნორმალური ცხოვრებით ცხოვრება, ევროპაში მოგზაურობა და ტურისტებად ყოფნა. ეს არასწორია“,- განაცხადა ფინეთის პრემიერმა.
ის იმედოვნებს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ერთად გადაწყვეტენ აღნიშნულ საკითხს.
მისივე განცხადებით, რუსეთის მოქალაქეებისთვის სანქციების დაწესება ევროპული საბჭოს დღის წესრიგში უნდა იყოს.