არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი? – ამ კითხვას აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი “ფორმულას” ეთერში უპასუხა.
“შეერთებული შტატები ვერ იტყვის მასზე [ბიძინა ივანიშვილზე] ან ნებისმიერ სხვაზე, არის თუ არა ოლიგარქი. ეს ქართველმა ხალხმა უნდა განსაზღვროს. მიდგომა, რომელიც მიჰყვება ძირეულ მიზეზს, რაც არის არასათანადო გავლენა, ფული ან პირადი გავლენა, რაც მოქმედებს პოლიტიკურ, სასამართლო და ოფიციალურ პროცესებზე არის ის ძირეული რამ, რის მიღწევასაც ეს კანონი [დეოლიგარქიზაციის] უნდა ცდილობდეს. რთულია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს უმნიშვნელოვანესია. არის სხვა ქვეყნები, რომლებიც იმავე გამოწვევას ებრძვიან. მაგრამ, თითოეულმა ქვეყანამ უნდა მოძებნოს საკუთარი ფორმულა ამ სიტუაციის გადასაჭრელად. იმედი მაქვს, რომ ეს სამუშაო ჯგუფები ამ მხრივ პროდუქტიული იქნება”, – განაცხადა დეგნანმა.