დააკავეს 23 წლის კაცი, რომელიც, პარიზის ცენტრში, ამერიკელი ტურისტის გაუპატიურებაშია ეჭვმიტანილი, – ინფორმაციას CNN-ი პარიზის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყება ეჭვმიტანილის სახელსა და ეროვნებას არ ასაჯაროებს.
ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, მედიასაშუალება წერს, რომ 27 წლის ამერიკელი ტურისტი ქალი პარიზის ცენტრში, ერთ-ერთ საზოგადოებრივ საპირფარეშოში გააუპატიურეს.
„თავდასხმის ადგილი აქტიური ტურისტული ლოკაციაა, სადაც საფრანგეთის დედაქალაქის ბევრი ცნობილი ღირსშესანიშნაობაა, მათ შორის – პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი და ჟორჟ პომპიდუს ხელოვნებისა და კულტურის ეროვნული ცენტრი“, – წერს CNN-ი.