ქსელში ამერიკელი მომღერლისა და მოცეკვავის, ნიკოლ შერზინგერის ახალი სიმღერა „Pretty“ გამოჩნდა. აღსანიშნავია, რომ სიახლის ცოცხალი პრემიერა შორეულ 2011 წელს შოუში The X Factor შედგა. მას შემდეგ თაყვანისმცემლები ელოდებიან, როდის გადაიღებს ნიკოლი მასზე კლიპს.
არსებობს ვარაუდი, რომ სიმღერა შერზინგერს პირადი კომპიუტერიდან დიდი ხნის წინ „მოპარეს“, თუმცა ქსელში ის მხოლოდ ახლა გამოჩნდა.