ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი 15-21 აგვისტოს პერიოდში მოსალოდნელი მცენარეული ალერგენების გავრცელების პროგნოზს აქვეყნებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
„ერთ-ერთი მაღალი ალერგენული თვისებების მქონე სარეველა მცენარის, ამბროზიას (Ambrosia) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია გაიზრდება და საშუალო ნიშნულზე დაფიქსირდება.
ყვავილობა დაიწყო ერთ-ერთი მაღალი ალერგენული თვისებების მქონე მცენარის გვარმა ავშანმა (Artemisia), მიმდინარე კვირის განმავლობაში დაფიქსირდება მისი მტვრის მარცვლებიც დაბალი კონცენტრაციით.
ერთ-ერთი მაღალი ალერგენული თვისებების მქონე ბალახოვანი მცენარეების, მარცვლოვნების (Poaceae) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია არ შეიცვლება და დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდება.
ერთეული სახით დაფიქსირდება: ჯვაროსნების (Brassicaceae), მრავალძარღვას (Plantago), ჭინჭრის (Urtica) და მჟაუნას (Rumex) მტვრის მარცვლებიც.
საშუალო ალერგენული თვისებების მქონე სარეველა მცენარის, ნაცარქათამას (Chenopodium) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია არ შეიცვლება და მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება.
სოკოების: ალტერნარიას (Alternaria) და კლადოსპორიუმის (Cladosporium) სპორების კონცენტრაცია არ შეიცვლება და დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდება.“ – წერს კულუმბეგოვი ფეისბუქში.