LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინის ეკონომიკა ყოველთვიურად 5-7 მილიარდ დოლარს კარგავს

107
1651589423-ვოლოდიმირ-ზელენსკი-2

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა „ვაშინგტონ პოსტთან ინტერვიუში“ განმარტა, რატომ არ გამოაცხადა განგაში უკრაინის მთავრობამ რუსეთის მიერ ომის დაწყებამდე.

ზელენსკის განცხადებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ყოველთვიურად უკრაინის ეკონომიკა 5-7 მილიარდ დოლარს კარგავს.

„ჩვენ რომ ეს გვეთქვა, ეს კი ზოგიერთ ადამიანს უნდოდა, რომლებსაც არ დავასახელებ, მაშინ გასული წლის ოქტომბრიდან, თვეში შვიდ მილიარდს დავკარგავდით და იმ მომენტში, როდესაც რუსები ნამდვილად დაგვესხნენ თავს, ისინი ჩვენ აგვიღებდნენ სამ დღეში“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, მთავრობას მოქალაქეები მოსალოდნელი ომის შესახებ რომ გაეფრთხილებინა, ეს მასობრივ ქაოსს გამოიწვევდა.

„არ გეტყვით, ვინ მოიფიქრა ეს, მაგრამ საერთო ჯამში, სწორი იყო – შემოჭრამდე ხალხში ქაოსი რომ დაგვენერგა, რუსები გადაგვყლაპავდნენ, რადგან ქაოსის დროს ხალხი ქვეყნიდან გარბის“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g