LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა თვისებები უნდა ჰქონდეს ღონისძიების ორგანიზატორს – FM ქოუჩი

37

ღონისძიების ორგანიზატორი დღეს ერთ-ერთი მოთხოვნადი პროფესიაა. ბოლო პერიოდში ღონისძიებების სიმრავლე შეიმჩნევა. სწორად დაგეგმილი ღონისძიება კომპანიის თუ პირის იმიჯზე დადებითად აისახება. როგორ უნდა დაგეგმოთ ღონისძიება ისე, რომ მოწონება დაიმსახუროთ და რა დეტალებზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება, გადაცემის „FM ქოუჩის“ სტუმარია Georgian Events – ის დამფუძნებელი, მაკა ყუბუსიძე.  

რა თვისებები უნდა ჰქონდეს ღონისძიების ორგანიზატორს?

“ივენთ-მენეჯერი” უნდა იყოს კომუნიკაბელური, სურვილი უნდა ჰქონდეს კონკრეტული საქმის კეთების, უნდა ფლობდეს თაიმ-მენეჯმენტს…მას ბევრ დეტალზე ექნება ყურადღება გასამახვილებელი, მათ შორის, პირველ რიგში შეკვეთის მიღებაზე. ეს საინტერესო პროცესია. ჩვენ გვაქვს ეგრეთ წოდებული „ჩეკლისტი“, თუ რა ჭირდება დამკვეთს ღონისძიებისთვის, ამ ნუსხაში შედის როგორც სტუმრების ლოჯისტიკა, ასევე სასაჩუქრე ატრიბუტიკა, დამხმარე კუთხე, გააჩნია ღონისძიებას. მნიშვნელოვანია სივრცის შერჩევა, ამისთვის არსებობენ ვენიუმენეჯერები, რომლებიც ეცნობიან ახალ საღონისძიებო სივრცეს, ისინი დადიან, არჩევენ სივრეს და განსაზღვრავენ, რა კონკრეტული ღონისძიების ჩატარება შეიძება.

რამდენად მნიშვნელოვანია გუნდის ფაქტორი ღონისძიების ორგანიზების დროს და რაზე უნდა გაამახვილოს გუნდმა ყურადღება?

ბევრ კომპანიას არ ჰყავს მუდმივი “სტაფი”, მაგალითად, მიმტანის, ფლორისტების… შეიძლება ისინი კონკრეტული ღონისძიებისთვის იქირაო. მარტო ღონისძიების მენეჯერი ვერაფერს გააკეთებს, თუ მას არ ეყოლება გუნდი, რომელიც ამას უზრუნველყოფს. ყველა რგოლს შესაბამისი დატვირთვა აქვს.  მიზნობრივი აუდიტორია იცის ძირითადად დამკვეთმა, თუმცა თუ სურვილი ექნება გუნდს შეუძლია დაეხმაროს და დაპატიჟოს სტუმრები. საჭიროა ღონისძიების გეგმა უნდა გააცნოთ დამკვეთს, არიან დამკვეთები, რომლებიც თავიდან ბოლომდე ღონისძიების ორგანიზატორებს ენდობიან, თუმცა ზოგს თავისი გეგმა აქვს და შენ უბრალოდ შემსრულებელი ხდები.

 რას ურჩევდით დამწყებ ივენთ-მენეჯერებს?

თავისი ხელწერა ჰქონდეთ, არ გააკეთონ კოპირება, იყვნენ მოტივირებულები და უყვარდეთ საქმე, რომელსაც აკეთებენ, შეიკრინონ გარშემო ის ადამიანები, რომლებიც არიან პროფესიონალები.

 

გადაცემის ჩანაწერი:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები