LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ უნდა შეარჩიოთ წიგნი – FM ქოუჩი

74

წიგნის კითხვა არასდროს არის გვიან. მნიშვნელოვანია წიგნების სწორად შერჩევა. რა ასაკიდან არის სასურველი ბავშვებისთვის კითხვისადმი ინტერესის გაღვიძება, როგორ უნდა შევარჩიოთ წიგნი – გადაცემის „FM ქოუჩი“ სტუმარია ერუდიციის ცენტრ „სოფიქსის“ დამფუძნებელი გიორგი გოგელია.

 

რა ასაკიდან არის სასურველი ბავშვებისთვის წიგნების მიმართ ინტერესის გაღვიძება?

 

ეს უნდა დაიწყოს ადრეულ ასაკში. ბავშვები ბევრ რამეს სწავლობენ თამაშ-თამაშით. წიგნში მოცემული ფერადი ნახატები ბავშვს ჯერ კიდევ წერა-კითხვის დაწყებამდე ინტერესს უღვიძებს. სკოლა კარგი პერიოდია, იმისთვის რომ ბავშვები წიგნის კითხვას მიეჩვიონ, თუმცა აქ მნიშვნელოვანი ფაქტორია მიდგომა, მეთოდიკა ზოგჯერ კარგი არ არის. მაგალითად, მიდგომა: თუ არ წაიკითხავ 30 გვერდს, ოთახიდან არ გაგიშვებ, ცუდად მოიქეცი და ამიტომ წაიკითხავ წიგნს, არასწორია.  ჩვენ შეგვიძლია წიგნების მოძებნა, რომელიც არაა ვრცელი და ადამიანს კითხვის პროცესს შეაყვარებს, მაგალითად, ასეთია ო ჰენრის ნოველები.

 

როგორ უნდა შეირჩეს წიგნი?

წიგნების კითხვა უნდა დაიწყოთ თანმიმდევრულად, გასათვალისწინებელია ინტერესი, რა თემატიკა მოგწონთ. ჩვენ შეიძლება შევიყვაროთ წიგნები ისე, რომ ბევრი დრო არ დავხარჯოთ,  სწორად შევარჩიოთ ჟანრი. მშობლებს ხშირად ეშინიათ, რომ მათი შვილი იქნება უწიგნური. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სწორედ მათი მიდგომაა, სთავაზობენ შვილებს წიგნებს, რომელიც მათ მოეწონათ, თუმცა ამ წიგნებმა შეიძლებაბავშვის ინტერესი არ გამოიწვიოს. შეიძლება ბავშვს შესთავაზოთ ცუდად “სამი მუშკეტერიც” კი, ლაო-ძის მით უმეტეს ვერ გაიგებს 12 წლის ასაკში.

 

რა უნარების განვითარებას უწყობს ხელს წიგნების კითხვა?

წიგნის კითხვას ბევრი ეფექტი მოაქვს. ადამიანმა შეიძლება უმაღლესი დაამთავროს, თუმცა არ იყოს წიგნიერი. წიგნიერი ადამიანი ნებისმიერ ადამიანთან შეძლებს საერთო ენის გამონახვას. კითხვა ხელს უწყობს ინტელექტუალური დონის სწრაფ ამაღლებას, ნებისყოფის გამომუშავებას. რაც უფრო ნაკითხი ხდება ადამიანი, რწმუნდება რომ ბევრი არაფერი არ იცის.  არ არსებობს წიგნი, რომელიც უნდა გქონდეს წაკითხული, არასდროს არის გვიან წიგნის კითხვა, არაფერს არ ნიშნავს, თუ 16 წლის ასაკში დიუმა არ წაიკითხეთ და ნუ ფიქრობთ, რომ დიუმას მატარებელმა ჩაიარა. თუ არ გაქვთ წაკითხული, ეს სირცხვილი არა არის, აჯობებს აღიაროთ და წაიკითხოთ.

ზაფხულში აგვისტოში, თუ კი ისვენებთ, თუ გაქვთ ნანატრი შვებულება ან არდადეგები, კარგად იკითხება ბერნარ ვებერის რომანები ან ერნესტ ჰემინგუეი.

 

 

გადაცემის ჩანაწერი:

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები