ალექსანდრ დუგინი შვილის გარდაცვალების შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ვლადიმერ პუტინის ყოფილი მრჩეველი სერგეი მარკოვი სოციალურ ქსელში წერს, რომ მომხდარი, შესაძლოა, უკრაინის დაზვერვის სამსახურების დაგეგმილი ყოფილიყო.
მარკოვმა დუგინს შვილის, დარია დუგინის დაღუპვა მიუსამძიმრა.
„საბრალო ალექსანდრ დუგინი. ის ახლა საავადმყოფოშია“ – წერს სერგეი მარკოვი.