LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთმა შავ ზღვაზე სამგზავრო მიმოსვლა ნაწილობრივ შეაჩერა: მედია

57
უსათაურო დიზაინი (2)

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა შავ ზღვაზე სამგზავრო მიმოსვლა ნაწილობრივ შეაჩერა. 

როგორც მედიასაშუალებები წერენ, რამდენიმე ქალაქს შორის სამგზავრო მიმოსვლის შეჩერებას რუსული მხარე „ტექნიკური მიზეზები“ ხსნის.

გამოცემის ცნობით, 21-დან 23 აგვისტომდე ყველა რეისი გაუქმდა ნოვოროსიისკს, გელენჯიკს, სოჭსა და ოკუპირებულ სოხუმს, ასევე იალტასა და სევასტოპოლს შორის.

ამასთან, შეჩერდა ბილეთების გაყიდვაც „სანამ გემების ტექნიკური მდგომარეობა სრულად არ გაირკვევა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g