თურქეთში, ბურსას პროვინციაში ტურისტული ავტობუსი ხევში გადავარდა. შემთხვევა დილის 08:30 საათზე მოხდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, 38 კი დაშავდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
წინასწარი ცნობით, ავტობუსს მუხრუჭი დაუზიანდა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტობუსი ხევში გადავარდა.
ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების სამსახურები და პოლიცია.
მომხდართან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება.