LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ალკოჰოლის მიღებამ შესაძლოა, გამოიწვიოს მძიმე დაავადება, ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომი” – NCDC ორსულებს აფრთხილებს

94
ორუსლიალკოჰოლი

ორსულობისას ალკოჰოლის მიღება ორსულობის შეწყვეტის ან მკვდრადშობადობის რისკს ზრდის. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს და ქალებს იმ საშიშროებების შესახებ აწვდის ინფორმაციას, რაც შეიძლება ალკოჰოლის მიღებამ გამოიწვიოს.

“არ არსებობს ალკოჰოლის უსაფრთხო დოზა ორსულობის პერიოდში. ალკოჰოლი თავისუფლად გადის პლაცენტარულ ბარიერს და აღწევს ნაყოფამდე.

ორსულობის დროს ალკოჰოლის მიღება მნიშვნელოვნად ზრდის ორსულობის შეწყვეტის ან მკვდრადშობადობის რისკს.

იცოდით?

ალკოჰოლის მიღებამ, შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი მძიმე დაავადება, როგორიცაა ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომი. დაავადება გამოწვეულია მუცლადყოფნისას ნაყოფის ალკოჰოლური დაზიანებით. სინდრომი ხასიათდება სხვადასხვა სახის სპეციფიკური ანომალიით, ფიზიკური და გონებრივი განვითარების შეფერხებით, გულისა და სხვა ორგანოს დაზიანებით.

უთხარი არა ალკოჰოლს! გაუფრთხილდი მომავალს!” – ნათქვამია NCDC-ის ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები