LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიკა ბაკურაძე: „აღარც კი მახსოვს, ბოლოს ასეთი ბედნიერი როდის ვიყავი… მადლობა ყველაფრისთვის თეა გვასალიას…“

561
მარიკა ბაკურაძე

„იმედის დღის“ წამყვანმა, ცნობილმა ტელეჟურნალისტმა, მარიკა ბაკურაძემ ერთი თვის განმავლობაში ესპანეთს მიაშურა და თავისი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი მიზანი შეასრულა – ესპანური ენა ისწავლა. მან ეს ამბავი გაუზიარა სოციალური ქსელის მომხმარებლებს, სერტიფიკატიც გამოაქვეყნა და თეა გვასალიას მადლობა გადაუხადა შთაგონებისთვის:

„დასრულდა ჩემი ერთ თვიანი დღესასწაული. ბავშვობის და სტუდენტობის პერიოდში, სწავლა თითქოს ჩვეულებრივი ამბავია, სავალდებულოც კი. მაგრამ მგონია, რომ უფროს ასაკში, სწავლა არის ფუფუნება – გქონდეს ამის დრო, საშუალება, ინტერესი, მოტივაცია, მიზანი. ჰოდა, ამ ზაფხულს ჩემთვის განსაკუთრებული წელი იყო – უფრო მეტად მეზრუნა ჩემი მთავარი მიზნის მისაღწევად. ვინც მიცნობს, იცის, რომ ესპანურ ენაზე ლაპარაკი მაბედნიერებს მე. ჰოდა, ეს იყო ერთთვიანი ბედნიერება, ესპანეთში ცხოვრების, სწავლის, სიამოვნების და სიხარულისთვის. ურთულესი წელი მქონდა, ორმაგი მუშაობით, წვალებით, თანხის მოგროვებით, ამ დროის მოპოვებით – ჩემი ოჯახის და სამსახურის პირობებში საკუთარი თავისთვის ასეთი საჩუქრის გაკეთება არც თუ ადვილი იყო, მაგრამ ახლა, ამ წუთას, შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერი გამოვიდა. იმდენად გადამწვარი გავფრინდი ესპანეთში, რომ პირველი დღეები ვერც კი ვფხიზლდებოდი, დაღლას ვერ ვერეოდი, ვერ ვახერხებდი გონს მოსვლას, უამრავი პრობლემის და სირთულის დატოვების შემდეგ, თუმცა სულ რამდენიმე დღეში, ისეთი ბედნიერი დღეები დაიწყო, რომ დასასრული აღარ მინდოდა.

ამ პოსტის ქვეშ, ახლა შეიძლება დაწეროთ კომენტარი, რომ რა ყოჩაღი ვყოფილვარ, მაგრამ სინამდვილეში, მთავარი მადლობა და აპლოდისმენტები ეკუთვნის თეა გვასალიას. ადამიანს, რომელმაც დამიმტკიცა, რომ ჩემი რეჟიმის და გამოუცდელობის პირობებშიც შესაძლებელია ამ საკმაოდ რთული ენის სწავლა. ჩავედი ადგილზე და აღმოვაჩინე, რომ ვლაპარაკობ. თეა, მადლობა ყველაფრისთვის! მადლობა, რომ მსოფლიოში საუკეთესო ენაზე, ამ საუკეთესო ხალხს შემიძლია ვეკონტაქტო. წინ ბევრი გრამატიკული სირთულეა, მაგრამ მთავარი გვაქვს.

ესპანელებს აქვთ ასეთი გამოთქმა – me faltan las palabras – როცა რთულია სიტყვებით აღწერო ემოცია. ეს იყო ჩემთვის იქ ცხოვრების ერთი თვე. აღარც კი მახსოვს, ბოლოს ასეთი ბედნიერი როდის ვიყავი.

მადლობა ასევე ჩემს თავს, რომელმაც ყველაფერი გამაკეთებინა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g