LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წარმოუდგენელი უბედურებაა..“, „რას ნიშნავს, ანრის თვალები და ღიმილი აღარ იქნება?“, „სულ კარგად ყოფნისთვის იბრძოდი და წვალობდი..“ – ფოტოგრაფ ანრი ტაბაღუას მეგობრები ემშვიდობებიან

1171
Untitled design (3)

ახალგაზრდა ფოტოგრაფის, ანრი ტაბაღუას ტრაგიკულად დაღუპვას სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი ეხმიანება.

ახალგაზრდა ფოტოგრაფი ანრი ტაბაღუა გარდაიცვალა

ანრი ტაბაღუას, რომელიც ახლობლების თქმით, ზღვაში დაიხრჩო, მეგობრები და საზოგადოებისთვის ცნობილი პირები, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ემოციური პოსტებით ემშვიდობებიან:

მსახიობი ანა სანაია: „პრინცი ზღვის ტალღებმა გააფრინა თავის პატარა პლანეტაზე… ანრი“.

 

პრინცი ზღვის ტალღებმა გააფრინა თავის პატარა პლანეტაზე… ანრი ??

Posted by Ana Sanaia on ოთხშაბათი, 26 ივლისი, 2023

 

ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე: „რას ნიშნავს, ანრი აღარ არის? რას ნიშნავს, ანრის თვალები და ღიმილი აღარ იქნება? ჰაი-პაის აღარ დაგვიძახებს? სითბოს და სიყვარულის ბიჭო!“

 

რას ნიშნავს, ანრი აღარ არის?
რას ნიშნავს, ანრის თვალები და ღიმილი აღარ იქნება?
ჰაი-პაის აღარ დაგვიძახებს?
სითბოს და სიყვარულის ბიჭო! ♥️

Posted by Marika Bakuradze on ოთხშაბათი, 26 ივლისი, 2023

 

„წარმოუდგენელი უბედურებაა ჩვენი თანაკურსელის, თბილისის პოლიტიკური სკოლის კურსდამთავრებულის, საოცრად კეთილშობილი ადამიანის, აი მართლა მზესავით ბიჭის, ანრი ტაბაღუას გარდაცვალება.. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ბატონ არმაზ ახვლედიანს ამ დიდ ტკივილს, მართლა ვერ წარმომიდგენია ამ უმაგრესი ადამიანის ამ ქვეყნიდან ასე უდროოდ წასვლა!“ – წერს ისტორიკოსი და ხელოვნების სასახლის გენერალური დირექტორი გიორგი კალანდია.

 

წარმოუდგენელი უბედურებაა ჩვენი თანაკურსელის, თბილისის პოლიტიკური სკოლის კურსდამთავრებულის, საოცრად კეთილშობილი…

Posted by Giorgi Kalandia • გიორგი კალანდია on ოთხშაბათი, 26 ივლისი, 2023

 

ანრი ტაბაღუას ვიდეოს აქვეყნებს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ჟურნალისტი ნანუკა ქაჯაია. 

ამავე ვიდეოს კომენტარით ეხმიანება ფოლკლორისტი დათო ცინცაძე და წერს: „ვახ, ანრი“…

 

 

??

Posted by Nanuka Kajaia on ოთხშაბათი, 26 ივლისი, 2023

 

სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა წერს:

„რა რთულია ერთ ჩვეულებრივ, მზიან დღეში შენი მეგობარის ეს ამბავი მოდის, დილიდან შოკში ვართ. ძვირფასო ანრი, დროებით“.

„ჩემო ანრი“, – წერს მომღერალი მიშო ჯავახიშვილი და ანრი თაბაღუას ფოტოებს აქვეყნებს.

 

ჩემო ანრი ❤️? Anri Tabagua ?

Posted by Misho Javakhishvili on ოთხშაბათი, 26 ივლისი, 2023

 

„რა სამწუხარო და დაუჯერებელია“, – წერს სოციალურ ქსელში მომღერალი თათია დარსანია.

ანრი ტაბაღუას გარდაცვალებას ემოციური სტატუსით ეხმიანება დედა ემილია:

„ანრი, ჩემი ბავშვობის ტკბილო მოგონებავ, შენთან შეხვედრა ყოველთვის წარსულში მაბრუნებდა და ლამაზი ბათუმური ბეგობრობის ემოციებს მიღვიძებდა… შენ იყავი ჩემი ერის ცხოვრების ერთ-ერთი ლამაზი მოგონების ნაწილი, ყველანაირი „კულტურული სიგიჟით“ და სიყვარულის თავისებური გამოხატულებით…

შენი მთავარი კითხვა იყო: „ხო ლოცულობ ჩემზე…?

რაც გიცნობდი, სულ კარგად ყოფნისთვის იბრძოდი და წვალობდი…

და ბოლოს დაღლილი წახვედი ამ დროებითი ცხოვრებიდან მარადიულში… ჰაი პაი ანრი“, –

ცნობისათვის, მედიაში დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ფოტოგრაფი ანრი ტაბაღუა ზღვაში დაიხრჩო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები