LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ორმა ბავშვმა გადამირბინა წინ, დავამუხრუჭე და წკიპზე გადავრჩით.. რამე რომ მოსვლოდათ, ხომ უნდა მომეკლა თავი.. მაინტერესებს, ქვეითთა მოძრაობა რატომ არ რეგულირდება ჯარიმით ან რაიმე ფორმით?“ – მარიკა ბაკურაძე

361
Untitled design

ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე სოციალურ ქსელში, ქვეითად მოსიარულე ადამიანებთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს. ჟურნალისტს აინტერესებს, რატომ არ რეგულირდება ქვეითთა მოძრაობა ჯარიმით ან რაიმე ფორმით.

„ამ წამს, მთაწმინდიდან დაღმართზე დავეშვი და ორმა ბავშვმა გადამირბინა წინ. რა თქმა უნდა დავამუხრუჭე, მაგრამ თვითონ მანქანამ უცნაური ხმა გამოსცა, თითქოს არ შეჩერდა და საცაა გული მისკდებოდა უკვე რომ ბოლო მომენტში გაჩერდა. ანუ, რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდა და წკიპზე გადავრჩით. ბავშვებს რომ რამე მოსვლოდათ, ხომ უნდა მომეკლა თავი.

ამით ის მინდა ვთქვა, რომ ყოველთვის ხდება რაღაც მოულოდნელი, ისეთი, რაც წესებს არ ემორჩილება და ამ ყველაფრის ფონზე განსაკუთრებით მაშინებს ქვეითების ქცევა.

პირველ რიგში ეს ეხება ყურსასმენებს და მესიჯებს. წარმოუდგენელია უკვე, გზაზე გადადიან ისე, რომ არც ყურში ესმით, არც გზას უყურებენ, ტელეფონში აქვთ ჩავარდნილი თავი, მუსიკა ხმამაღალზე აწეული და სრული უპასუხისმგებლობა საკუთარი თავის და მძღოლის მიმართ. მე მესმის, რომ მძღოლი ვალდებულია ქვეითს დაუთმოს, დაელოდოს, გაატაროს, ყველაფერი მესმის, მაგრამ ქვეითის პასუხისმგებლობაც სადღაც ხომ უნდა იყოს?

თვალი და ყური ხომ დახშული აქვთ და კიდევ იმას ამატებენ, რომ ტრანსპორტის წინიდან ხტებიან გზაზე გადასასვლელად, ეს კიდევ მეორე კოშმარი.

როგორ მაინტერესებს, ქვეითთა მოძრაობა რატომ არ რეგულირდება ჯარიმით ან რაიმე ფორმით?“,- წერს მარიკა ბაკურაძე.

 

 

ამ წამს, მთაწმინდიდან დაღმართზე დავეშვი და ორმა ბავშვმა გადამირბინა წინ. რა თქმა უნდა დავამუხრუჭე, მაგრამ თვითონ…

Posted by Marika Bakuradze on Saturday, November 4, 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები