LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში გმირულად დაღუპული ქართველი მებრძოლი გელა გოგია სამშობლოში ჩამოასვენეს

162
გელა გოგია

უკრაინაში გმირულად დაღუპული ქართველი მებრძოლი გელა გოგია სამშობლოში ჩამოასვენეს. ქართველი მებრძოლის ცხედარს ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეკრებილმა მოქალაქეებმა პატივი მიაგეს.

გელა გოგია 26 აგვისტოს დაიღუპა. ქართველი მებრძოლების ინფორმაციით, ის დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში იბრძოდა, რა დროსაც მისი დანაყოფი სარაკეტო იერიშში მოყვა.

ქართველ მებრძოლს დილით ქაშუეთის ეკლესიაში დაასვენებენ და შემდეგ მშობლიურ სენაკში გადაასვენებენ. მას სამშაბათს დაკრძალავენ.

24 თებერვლის შემდეგ, უკრაინაში მიმდინარე ომში 19 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g