LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპა არის ღირებულებების ადგილი და არა „დისნეილენდი“…სავიზო შეზღუდვები ამას აუცილებლად აჩვენებს: ვოლოდიმირ ზელენსკი

51
ზელენსკი

„ევროპა არის ღირებულებების ადგილი და არა „დისნეილენდი“… სავიზო შეზღუდვები ამას აუცილებლად აჩვენებს“, – ამის შესახებ  უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი განმარტებით,  „თუ რუსეთის მოქალაქეები ჩუმად უყურებენ უკრაინის გენოციდს, მათ არ უნდა შეეძლოთ ევროპა გასართობად გამოიყენონ“.

„თუ რუსეთის მოქალაქეები მხარს უჭერენ ტერორს უკრაინის წინააღმდეგ, მთელი ევროპის წინააღმდეგ, თუ ჩუმად უყურებენ უკრაინის გენოციდს, მათ არ უნდა შეეძლოთ ევროპა გასართობად გამოიყენონ. ეს მნიშვნელოვანი მორალური საკითხია. ევროპა არის ღირებულებების ადგილი და არა „დისნეილენდი“ ტერორის მომხრეებისთვის და სავიზო შეზღუდვები ამას აუცილებლად აჩვენებს. თავისუფალმა მსოფლიომ რუსებს მათ წინააღმდეგ მოქმედებისკენ უნდა მოუწოდოს, ვინც ეს ომი დაიწყო“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g