LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრამონი: 2008 წელს რუსეთისთვის სანქციები რომ დაგვეწესებინა, შესაძლოა, ყირიმის ანექსია თავიდან აგვერიდებინა, მაგრამ ახლა გვიანია

58
ვიოლა ფონ კრამონი

„2008 წელს რუსეთისთვის სანქციები რომ დაგვეწესებინა, შესაძლოა, ყირიმის ანექსია თავიდან აგვერიდებინა“, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე, „დიდება უკრაინას“ განაცხადა.

ეს განცხადება კრამონმა 2008 წელს დასავლეთის მიერ, რუსეთის მიმართ გადადგმული ნაბიჯების შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა.

„ვფიქრობ, ყველამ გავაანალიზეთ, რომ იმ დროს უფრო მეტად გაბედულად უნდა გვემოქმედა და აგვისტოში სანქციები დაგვეწესებინა. ჩვენ ვნანობთ: 2008 წელს რუსეთისთვის სანქციები რომ დაგვეწესებინა, შესაძლოა, ყირიმის ანექსია თავიდან აგვერიდებინა, მაგრამ ახლა გვიანია.

ვფიქრობ, რომ საუკეთესო შემთხვევაში საქართველოს საკითხის მოლაპარაკებებში ჩართვა შესაძლებელია – იმის თქმა, რომ საქართველოც ამ კალათის ნაწილია. არ მგონია, რომ ეს რეალისტურია, თუმცა შეგვიძლია ვცადოთ.“– განაცხადა კრამონმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში მეექვსე საერთაშორისო კონფერენცია „დიდება უკრაინას“ იმართება. კონფერენციას მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი მასპინძლობენ და მასში ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი დონის ლიდერები მონაწილეობენ.

თბილისში საერთაშორისო კონფერენცია “დიდება უკრაინას” უკრაინისა და საქართველოს ჰიმნებით გაიხსნა

საქართველო ახლა გზაჯვარედინზეა: დაიცვას ძალაუფლება და ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი თუ გაატაროს საქართველოსთვის საჭირო რეფორმები – ლორა თორნტონი

ჯორჯ ბუში: საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩემს მეხსიერებაში… 2005 წელს მე და ლორამ ვნახეთ თქვენი არაჩვეულებრივი პეიზაჟები და ბუნება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g