LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაია პატარაია: “კიდევ ერთ ახალგაზრდა ქალი მოკლა ქმარმა…ამ ისტერიულ მკვლელობებს რას პასუხობს სახელმწიფო? ბოლოს როდის ისაუბრეს ძალოვნება პოლიტიკის გამკაცრებაზე? სწორედ ეს დუმილი ახალისებს მკვლელობებს”

71
პატაააააააააა

“ისტერიულ მკვლელობებს რას პასუხობს სახელმწიფო? ბოლოს რა თქვა მთავრობამ? პრემიერმა? მინისტრმა? არანაირი არაფერი… დუმილი,” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში უფლებადამცველი ბაია პატარაია წერს, რითაც წყალტუბოში მომხდარ ფაქტს ეხმაურება.

როგორც პატარაია აღნიშნავს, სწორედ ეს დუმილი ახალისებს მკვლელობებს.

ახალგაზრდა ქალი სხეულის მძიმე დამწვრობით გარდაიცვალა – რა მოხდა წყალტუბოში

“კიდევ ერთ ახალგაზრდა ქალი მოკლა ქმარმა… ამ ისტერიულ მკვლელობებს რას პასუხობს სახელმწიფო? ბოლოს რა თქვა მთავრობამ? პრემიერმა? მინისტრმა? არანაირი არაფერი… დუმილი… ბოლოს როდის გაშუქდა მოძალადეების დაკავების ფაქტები? ბოლოს როდის ისაუბრეს ძალოვნება პოლიტიკის გამკაცრებაზე?

იცით, რომ ოჯახში ძალადობის სტატისტიკა მცირდება ამ გაზრდილი ფემიციდის ფონზე? ნეტა რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ პოლიცია აღარ იწყებს გამოძიებას? ან იმიტომ ხომ არა, რომ ხალხი აღარ ენდობა სამართალდამცავებს?

სწორედ ეს დუმილი ახალისებს მკვლელობებს. ისევ ხალხი და ისევ ქალები უნდა აღვუდგეთ წინ ამ საშინელებას, როგორც ადრე ისევ უნდა გავმართოთ დემონსტრაციები და ქალების ძალა და ერთობა დავანახოთ პოტენციურ მკვლელებს, რომლებიც მხოლოდ ერთმანეთს და დანარჩენების გულგრილობას ხედავენ ჯერჯერობით.

სირცხვილი მთავრობას, რომ ყურსაც არ იბერტყავს ამ სერიულ მკვლელობებზე!

ჩვენ უნდა გამოვიდეთ გარეთ!” – წერს ბაია პატარაია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g