LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცმა ავარიის შემდეგ მეხსიერება დაკარგა და ცოლი თავიდან შეუყვარდა

44
Ca5pture

36 წლის ლუკ ბაკტონს თავისი ცოლი თავიდან შეუყვარდა მას შემდეგ, რაც სერიოზული ავარიის შედეგად მეხსიერება დაკარგა. ამის შესახებ ინფორმაციას 7News ავრცელებს.

ავტო საგზაო შემთხვევა 2017 წლის მაისში მოხდა. ბაკტონი მოტოციკლეტით მიდიოდა, როცა დაპარკინგებულ ავტომობილს დაეჯახა და თავი დაიზიანა. მამაკაცს თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი დაავიწყდა, ის ვეღარ დადიოდა, ვერ ლაპარაკობდა და ვერ ცნობდა თავის მეუღლეს, მელისას. წყვილი საბედისწერო დღემდე 9 თვით ადრე დაქორწინდა.

მამაკაცმა ნახევ წელზე მეტი საავადმყოფოში გაატარა, შემდეგ ნახევარი წელი სამედიცინო ცენტრში რეაბილიტაციას გადიოდა. მთელი ამ დროის განმავლობაში მელისა გვერდით ჰყავდა და მივიწყებული ცხოვრების გახსენებაში ეხმარებოდა.

ლუკს მელისა თავიდან შეუყვარდა და ძალიან გული სწყდება იმაზე, რომ წარსულის განსაკუთრებული მომენტების გახსენება არ შეუძლია. თუმცა, მეხსიერება ნელ-ნელა უბრუნდება და ზოგჯერ რაღაც ეპიზოდებს სიზმრებში ხედავს. მაგალითად, მას დაესიზმრა მეუღლესთან პირველი ცეკვა და როდესაც სიზმარი მელისას მოუყვა, მან ყველა დეტალის სიზუსტე დაუდასტურა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები