LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იყო შეკითხვა, რატომ გამეთიშა ტელეფონი, ამხელა ჩოგნის ჩანთის ჩარტყმის შემდეგ და ამხელა ადამიანი რომ დაგეცემა ინსტინქტია, რომ ხელს იფარებ“ – რას ამბობს ნეკა დოროყაშვილი ვიდეოჩანაწერზე

229
ნეკა და ბასილაშვილი

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ, ნეკა დოროყაშვილმა სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერების შეფასებისას განაცხადა, რომ ბასილაშვილი „თმაში წვდა და ბარგს რომ ალაგებდა, თან ურტყამდა“.

მისივე თქმით,  ძალადობა იმდენად დიდ ხანს გაგრძელდა, ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა და ძალიან ეშინოდა.

რაც შეეხება თვითონ ვიდეოს შინაარსს, როგორც დოროყაშვილმა აღნიშნა, კონფლიქტი მათ შორის აშშ-ში, სასტუმროში ყოფნისას მოხდა, რა დროსაც მას ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩაარტყა ჩანთა, რომელშიც ჩოგნები იდო.

მისი თქმით, ჩანაწერი 2018 წლითაა დათარიღებული.

„გარდა იმისა, რომ ჩემოდანს მირტყამს, შემდეგ ხელს აყოლებს და ტანითაც მეცემა ზემოდან.

იყო შეკითხვა, რატომ გამეთიშა ტელეფონი, ამხელა ჩოგნის ჩანთის ჩარტყმის შემდეგ და ამხელა ადამიანი რომ დაგეცემა ინსტინქტია, რომ ხელს იფარებ. როდესაც თვითონ ამ ჩანთის აღება უჭირს, თან მეუბნება ,“შე ნაბიჭვაროო“, შემდეგ მირტყამს და სხეულით მეცემა“, – აღნიშნა ნეკა დოროყაშვილმა.

აღნიშნულ ვიდეოჩანაწერში ისმის ნეკა დოროყაშვილის ხმაც, რომელიც მის მეუღლეს მიმართავს.

„გამაგებინე, რატომ მირტყამ. გაეთრიე თუ არ გინდა, მომშორდი საერთოდ, რაში მჭირდები. გული გამისკდა ნერვიულობით, საერთოდ რა ღირსი ხარ ცრემლებს ვღვრიდე“, – მიმართავს დოროყაშვილი ბასილაშვილს ვიდეოჩანაწერში.

ნეკა დოროყაშვილი: როცა რაიმე სახის კონფლიქტი ხდებოდა, ნიკოლოზი საბანკო ბარათს ბლოკავდა, ბევრჯერ წამიყვანია ბავშვი ექიმთან, მივსულვარ სუპერმარკეტში და ვერ გადამიხდია, ვცდილობდი ფული მეგობრებისგან მესესხა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g