LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ აღვგავოთ პირისაგან მიწისა ყოფილ ცოლზე მოგონებები – სილვესტერ სტალონემ ჯენიფერ ფლავინის თვალების ტატუ ლეოპარდად გადააკეთა

166
page

სილვესტერ სტალონე და ჯენიფერ ფლავინი 25 წლიანი ქორწინების შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია გასულ თვეს გავრცელდა. ტაბლოიდების ცნობით, განშორების მიზეზი ფინანსური აქტივები გახდა, რომელიც როკის ვარსკვლავმა ოჯახისგან დამალა.

მალევე, 76 წლის სტალონემ მკლავზე მეუღლის პორტრეტი ძაღლის თავის ტატუდ გადაიკეთა. ახლა კი მორიგი დეტალები გახდა ცნობილი. როგორც ჩანს, მსახიობი გაცეცხლებულია და ყოფილი ცოლის მოგონებებისგან განთავისუფლება საბოლოოდ სურს. მან ამჯერად ჯენიფერის მწვანე თვალების ტატუ მორიგ ცხოველად, ლეოპარდად გადააკეთა.

სილვესტერ სტალონე მეუღლეს 25 წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდა და მისი პორტრეტი მკლავზე ძაღლის თავის ტატუდ გადააკეთა

ფოტო: სილვესტერ სტალონე მეუღლეს ქორწინების 24-ე იუბილეს ემოციური სიტყვებით ულოცავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები