LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

19 წლის მოდელი ლილა მოსი, რომელსაც ბავშვობიდან დიაბეტი აქვს, ,,ტომ ფორდის” ჩვენებაზე ინსულინის ტუმბოთი გამოჩნდა

21992
ლილა-მოსი

ლეგენდარული მოდელის, ქეით მოსის ქალიშვილი ლილა მოსი, დღეს დედაზე არანაკლებ პოპულარულია. 19 წლის მოდელი პრაქტიკულად ყველა წამყვან მოდის კვირეულზე გამოდის, თანაც ისეთი პოპულარული მოდელების გვერდით, როგორებიც არიან კაია გერბერი, დები ჰადიდები, ირინა შეიკი და სხვა.

ამჯერად 19 წლის ლამაზმანი „ტომ ფორდის“ ჩვენებაზე გამოჩნდა, რომელიც ნიუ-იორკში გაიმართა. ლილა, რომელსაც ბავშვობიდან შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი აქვს, ინსულინის ტუმბოთი გამოჩნდა, რომელიც ფეხზე ჰქონდა მიმაგრებული. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ლილას ინსულინის ტუმბო თვალსაჩინო ადგილას აქვს. ამით ის აჩვენებს მსოფლიოს, რომ ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი, განაჩენი არ არის.

ფოტო: დედა-შვილს ერთმანეთისგან ვერ გაარჩევ – კეიტ მოსი და ლილა გრეისი პარიზის ქუჩებში გადაიღეს

დღის ფოტო – სუპერმოდელი ქეით მოსი სიამაყით შესცქერის 18 წლის ქალიშვილს, რომელიც პოდიუმზე პირველად გამოდის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები