LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ფოტო – სუპერმოდელი ქეით მოსი სიამაყით შესცქერის 18 წლის ქალიშვილს, რომელიც პოდიუმზე პირველად გამოდის

674
katemos

დღის ფოტო უდავოდ გახდა ქეით მოსის ემოციური კადრი, როდესაც ის ,,ლონდონის მოდის კვირეულის” ფარგლებში საკუთარი ქალიშვილის გამოსვლას ადევნებს თვალს. 18 წლის ლილა გრეის მოს-ჰაკისთვის ესაა სადებიუტო გამოსვლა მოდის კვირეულზე და როგორც ჩანს, დედაც განსაკუთრებულად ღელავს.

ანუკი არეშიძე ქეით მოსთან ერთად პარიზის მოდის კვირეულზე (ფოტო)

46 წლის სუპერმოდელი მოდის კვირეულზე ჯინსებსა და პიჯაკში გამოცხადდა. ის ლილას გამოსვლას მაყურებლისთვის განკუთვნილი პოზიციიდან ადევნებდა თვალს. მოგვიანებით კი გავრცელდა ფოტოები, როგორც ამხნევებს დედა დებიუტანტ მოდელს სცენაზე გასვლის წინ და მას ბექსთეიჯში ეხმარება.

ლილამ რიჩარდ ქუინის ახალი კოლექციის ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა, ის პოდიუმზე წითელი კომბინეზონით გამოვიდა.

Louis Vuitton–ის ჩვენება პარიზში ქეით მოსმა და ნაომი კემპბელმა დახურეს (ვიდეო)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g